|
შეხვედრა საკრებულოში |
|
|
|
27.01.2012 12:24 |
|
დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს თავჯდომარე გიორგი კირთაძე და საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ჯუმბერ კახიძე ბათუმის N2 და N 7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ რომლებიც მეორე წელია იღებენ მონაწილეობას პროექტში, „დემოკრატია იწყება შენით“ პროექტი ემსახურება სამხრეთ-კავკასიის რეგიონებისა და უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამოქალაქო ურთიერთობების გაუმჯობესებას .პროექტი არის სამ წლიანი და მასში მონაწილეობს საქართველოს ოცი საჯარო სკოლა.დღევანდელი განხილვის თემა
|
|
დაწვრილებით...
|
|
საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირების საკითხებზე საკრებულოში შეხვედრა გაიმართა |
|
|
|
26.01.2012 12:26 |
|
საგზაო რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით, დღეს საკრებულოში გაფართოებული შეხვედრა საკრებულოს ფრაქცია „ბათუმისათვის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრარიის ინსტიტუის“ ინციატივით გაიმართა.
შეხვედრა ძირითადად დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. რამდენად არის დაცული ბათუმის ქუჩებში საგზაო უსაფრთხოება და არის თუ არა საკმარისი და სწორი არსებული საგზაო ნიშნულები - ამ კითხვებზე ქალაქის ვიცე მერი ჯემალ ანანიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები პასუხობდნენ.
|
|
დაწვრილებით...
|
|
დღეს საკრებულოს 2012 წლის პირველი სხდომა გაიმართა |
|
|
|
17.01.2012 09:40 |
|
2012 წლის პირველ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 13 საკითხი განიხილეს. 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდის ხარჯზე, ცვლილება შევიდა ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში და იგი 177 მილიონ 766 ათასი ლარით განისაზღვრა. შესაბამისად ცვლილებები განხორციელდა რიგ მუნიციპალურ პროგრამებშიც.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კომუნალური გადასახადების მუნიციპალური პროგრამაც დაამტკიცეს, რომლის მიზანია მოქნილი და ეფექტური კომუნალური გადახდების პრონციპის დანერგვა, პროგრამა ითვალისწინებს ელექტრო ენერგიის, სანდასუფთავებისა და წყლის გადასახადის ერთიანი ქვითრის შემუშავებას. ცვლილება არ ეხება აღნიშნული კომუნალური გადასახადების ტარიფს, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გაგრძელდება ყველა ის შეღავათი, რომელიც გათვალისწინებულია სხვადასხვა კატეგორიის აბონენტებისათვის.
|
|
დაწვრილებით...
|
|
საკრებულომ 2012 წლის ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცა |
|
|
|
30.12.2011 09:56 |
|
საკრებულომ დღეს, 2012 წლის ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოს ქალაქის მერმა რობერტ ჩხაიძემ წარუდგინა., რომელიც 156 მილიონ 416,0 ათასი ლარით განისაზღვრა.
2012 წლის ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტად რჩება: ქალაქის ეკონომიკური განვითარება, კომუნალური და ურბანული ინფრასტრუქტურის, ასევე ტურისტული და ისტორიული უბნების რეაბილიტაცია.
|
|
დაწვრილებით...
|
|
მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე 2012 წლის ჯანდაცვის პროგრამების საჯარო განხილვა მოეწყო |
|
|
|
28.12.2011 14:01 |
|
დღეს საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე 2012 წლის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების საჯარო განხილვა , ამ თემით დაინტერესბული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მოეწყო.
მომავლი წლიდან სოციალურ პროგრამებში პრეზიდენტის ახალი ინიციატივა "ღიმილიანი საქართველო"–ს პროექტი ამოქმედდება. - პროგრამით სოციალურად დაუცველთა სიაში 0-დან 57 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე პენსიონერები ისარგებლებენ და როგორც სტომატოლოგიურ ასევე ორთოპედიულ დახმარებას უფასოდ მიიღებენ.
|
|
დაწვრილებით...
|
|
ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე არსებულ თითქმის ყველა ახალ ქუჩას სახელწოდება მიენიჭა |
|
|
|
27.12.2011 12:52 |
|
დღეს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა ქალაქის ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებულ ქუჩებისთვის სახელების მინიჭებაზე იმსჯელეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს განათლების კულტურისა და სპორტის კომისიის ორგანიზებით არაერთი საჯარო განხილვა გაიმართა, საბოლოო გადაწყვეტილბა კი დღეს კანონმდებლებმა საკრებულოს სხდომაზე მიიღეს, ქალაქს 35 ახალი ქუჩა და 10–მდე ჩიხი შეემატა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, კახაბრის უბანში ახალ ქუჩებს: –ანა კალანდაძის, მურმან ლებანიძის, გოდერძი ჩოხელის, დიდგორის, კოხტა–გორის, თევდორე მღვდლის, ალექსანდრე ნანეიშვილს, ნიკო ჯაყელის, მაჭახლის, ზურაბ ნაჭყებიას, ნიკო მუსხელიშვილის, შალვა ნუცუბიძის, ზედა ღელის და მახვილაურის სახელები მიენიჭა. გონიო–კვარიათის უბანში:–წმინდა ანდრია პირველწოდებულის, აფსაროსის, ავგიას, მეფე მირიანის, სვიმონ კანანელის, მატათა მოციქულის, პეტრე იბერის, წმინდა ნინოს და იოანე ლაზის.
|
|
დაწვრილებით...
|
|
ბათუმის საკრებულოსა და“ლაზიკა კაპიტალის ” ერთობლივი საქველმოქმედო აქცია |
|
|
|
26.12.2011 13:08 |
|
საახალწლო საჩუქარი, ელქტრო ტექნიკა ბათუმის საკრებულოსგან და მიკროსაფინანსო კომპანია "ლაზიკა კაპიტალის"–გან, ტბელ აბუსერიძის ქ. N–21-ში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა, მრავალშვილიანმა ოჯახმა მიიღო.
მრავალშვილიანი ოჯახის დიასახლისს ჟანა ჩარგეიშვილს, რომელსაც ოჯახში სამი არასრულწლოვანი ჰყავს და რომელთაც მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება ბუნებრივი აირი არა აქვთ, ბუნებრივი აირის სახლამდე მიყვანაში დამხარება უბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენო თებიძემ და საკრებულოს საფინასო კომისიის თავმჯდომარემ ეკატერინე თარგამაძემ აღუთქვეს.
|
|
დაწვრილებით...
|
|
2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებებია |
|
|
|
23.12.2011 13:41 |
|
დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც 11 საკითხი განიხილეს. სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებები იყო.
აღნიშნული ცვლილებებით მიმდინარე წლის ბიუჯეტი 3 მილიონ 498 ათასი ლარით გაიზარდა და არსებულმა ბიუჯეტმა 217 მილიონ 349 ათასი ლარი შეადგინა, ნამატი თანხა კი სხვადასხვა მუნიციპალურ პროგრამებზე გადანაწილდა, კერძოდ გაიზარდა ურბანული ინფრასტრუქტურის, სპორტისა და დასვენების ობიექტების, კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები.
|
|
დაწვრილებით...
|
|
სავარაუდოდ წლის ბოლომდე ქალაქის ყველა ახალ ქუჩას სახელწოდება მიენიჭება |
|
|
|
20.12.2011 07:58 |
|
ქალაქის ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებულ 20-მდე ახალ ქუჩას მიმდინარე წლის ბოლომდე სახეწოდება და ნუმერაცია მიენიჭება, სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის კომისიამ გაფართოებულ სხდომა ჩაატარა, სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ მწერლები, ისტორიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა კომიტეტს წევრები.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ივლისის თვეში ქალაქს ხუთი ახალი ადმინისტრაციული უბანი შემოემატა, რის შემდეგაც მიმდინარეობს აღნიშნულ ტერიტორიებზე ქუჩების სახელდება, აეროპორტსა და სამრეწველო
|
|
დაწვრილებით...
|
|
ბათუმელმა ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები საკრებულოს თავმჯდომარისგან მოისმინეს |
|
|
|
15.12.2011 11:42 |
|
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე დღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა, შეხვედრის ორგანიზატორი კი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისთვის“იყო. შეხვედრები პროექტის „ბათუმის სამოქალაქო აქტივობის კლუბის“ ფარგლებში მიმდინარეობს.
დღევანდელ შეხვედრაზე სამოქალაქო კლუბის წევრებს ძირითადად თვითმმართველობის არსი მისი ფუნქცია, ასევე ბათუმში ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ მიღებული
|
|
დაწვრილებით...
|
|
|