|
ბიუჯეტის საჯარო განხილვა საკრებულომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა დ მასმედიის წარმომადგენლებისთვის მოაწყო |
|
|
|
18.12.2009 00:00 |
18 დეკემბერს, ბათუმის 2010 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საჯარო განხილვა საკრებულომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა დ მასმედიის წარმომადგენლებისთვის მოაწყო. საკრებულოს დარბაზში ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მასმედიის წარმომადგენელი იყო მოწვეული , რომელთა ძირითადი განსახილველი თემა თუ განსჯის საგანი ხშირად ბათუმის ბიუჯეტი ყოფილა. მე-3 და მე-4 სექტორის წარმომადგენლებმა , ზოგადად ბიუჯეტის საჯარო განხილვა და ამ განხილივაში მათ მონაწილეობა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს პირველი პრეცედენტია და ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა და ჩართულობა ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით.
|
|
დაწვრილებით...
|
|
|
27 ნოემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც 12 საკითხი განიხილეს . |
|
|
|
27.11.2009 00:00 |
სხდომაზე ძირითადად 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში განიხილეს და დაამტკიცეს. ბათუმის 2009 წლის 9 თვის ბიუჯეტის ფაქტიურმა შემოსულობებმა შეადგინა 80 მილიონ 046.1 ათასი ლარი, რაც 79.9.%-ით აღემატება 2008 წლის შესაბამის პერიოდში მობილიზებულ თანხებს. შემოსულობებიდან გადასახადების სახით მიღებულ შემოსავლებზე მოდის 6 მილიონ 463.0 ათასი ლარი (შემოსულობების 8.1%) გრანტებისა და ფინანსური დახმარების სახით მიღებულ შემოსავლებზე 66 მილიონ 774.5 ათასი ლარი. (შემოსულობების 83.4%)
|
|
დაწვრილებით...
|
|
საკრებულომ მუნიციპალურ პროგრამებში ცვლილებები დაამტკიცა |
|
|
|
31.10.2009 00:00 |
 31 ოქტომბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართ, რომელზეც 8 საკითხი განიხილეს. 30 ოქტომბერს გამართულ მორიგ სხდომაზე ცვლილება შევიდა ქალაქის 2009 წლის ბიუჯეტში და ის 134 მილიონამდე გაიზარდა, ბიუჯეტის ცვლილებასთან ერთად, შესაბამისად იცვლება მუნიციპალური პროგრამებიც, მაგრამ პროგრამებში არსებული უზუსტობის გამო, საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის ინიციატიით დღისწესრიგით გათვალისწინებული საკითხთა ნახევრის განხილვა რიგგარეშე სხდომისთვის გადაიდო.
|
|
დაწვრილებით...
|
|
ბათუმს უკვე საკუთარი სიმბოლოები აქვს |
|
|
|
30.10.2009 00:00 |
 ბათუმის საკრებულომ, 30 ოქტომბერს გამართულ მორიგ სხდომაზე ბათუმის სიმბოლოები გერბი და დროშა ერთხმად დაამტკიცა, რომელზეც ბათუმის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობაა ასახული. როგორც ბათუმის საკრებულოს განათლების კულტურისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარემ ვახტან ღლონტმა აღნიშნა; ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია და ეს გარემოება აუცილებლად უნდა დაფიქსირებულიყო საქალაქო გერბში. ამიტომ ისტორიული გერბის ფარი მოთავსდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშაში გამოყენებულ ფერთაგან შექმნილ ველზე, ვინაიდან ეს ფერები ითვლება აჭარის საიდენტიფიკაციო ფერებად. ისტორიული გერბის ტალღოვანი გადაკვეთა ქალაქის ზღვასთან სიახლოვეს მიუთითებს. გერბის ფარს უკან მოთავსებული |
|
დაწვრილებით...
|
|
მალე ბათუმს საკუთარი გერბი და დროშა ექნება |
|
|
|
20.10.2009 00:00 |
 20 ოქტომბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც სამი საკითხი განიხილეს. საქართველოს სახელმწიფო სომბოლოთა გამოყენების წესის დაცვით თვითმმართველ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს გერბი, დროშა და სხვა სომბოლოები. ბათუმის თვითმმართველობამ ქალაქის სიმბოლოების შერჩევის მიზნით სამჯერ გამოაცხადა კონკურსი, მაგრამ უშედეგოდ. თითქმის სამწლიანი მსჯელობის შემდეგ დეპუტატები ერთ-ერთ ვარიანტზე შეჯერდნენ, რომლის ესკიზიც უკვე პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის საბჭოში გადაიგზავნა.
ქ.ბათუმის თვითმმართველობისთვის, რეკომენდაციის სახით, თავად სქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ იქნა შემოთავაზებული დროშისა და გერბის ექვსი პროექტი, რომელთაგანაც საკონკურსო კომისიის მიერ შეირჩა გერბისა და დროშის ერთი ვარიანტი.
|
|
დაწვრილებით...
|
|
30 სექტემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა |
|
|
|
30.09.2009 00:00 |
 30 სექტემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც 12 საკითხი განიხიხილეს. სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ახალი ტერიტორიების ქალაქის ერთიან სტრუქტურაში ჩართვა;- კერძოდ უძრავი ქონების ნუმერაცია და ახალი ტერიტორიების სახელდება იყო, რის გამოც შეჩერებულია აქ მაცხოვრებელი პირების რეგისტრაცია და პირადობის მოწმობების გაცემა. საკრებულოს გადაწყვეტილებით:- 1.ყოფილი გემთმშენებელი ქარხნისა და ყოფილი მეფრინველეობის ფერმის ტერიტორიაზე არსებულ ახალ ქუჩას შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ეწოდება, ვინაიდან ამ ქუჩის გაგრძელებას წარმოადგენს.
|
|
დაწვრილებით...
|
|
საკრებულოს ოფიციალური დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა |
|
|
|
27.08.2009 00:00 |
 ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის ხელმძღვანელობით საკრებულოს წარმომადგენლობითი დელეგაცია:- საკრებულოს ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარე ქართლოს მახარაძე, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბაჩუკი ჩხეიძე, ასევე საკრებულოს წევრები გენო თებიძე და დავით რობაქიძე 27 აგვისტოს უკრაინაში ქ.ტერნოპოლის დღეების აღსანიშნავად გაემგზავრნენ. ბათუმის თვითმმართველობას ქ.ტერნოპოლთან 2 წლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ, რაც მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე, რელიგიურ მრწამსა და ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაზეა დამყარებული.
|
|
დაწვრილებით...
|
|
ბათუმის ბიუჯეტი კვლავ გაიზარდა |
|
|
|
26.08.2009 00:00 |
 26 აგვისტოს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე უძღვებოდა. დღისწერიგით გათვალისწინებული 22 საკითხის განხილვა თითქმის მთელი სამუშაო დღის განმავლობაში გაგრძელდა. განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი მთავარი ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები იყო, რომელიც ქალაქის მერმა რობერტ ჩხაიძემ წარმოადგინა. ბათუმის ბიუჯეტი 6 მილიონ 892 ათასი ლარით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარებით გაიზარდა და მთლიანად 134 მილიონ 161 ათასი ლარი შეადგინა. შეასაბმისად |
|
დაწვრილებით...
|
|
მოულოდნელი საჩუქარი ბავშვებს |
|
|
|
23.08.2009 00:00 |
 რამდენიმე დღის წინ ბათუმის საკრებულოსა და კომპანია „პალსუდის“ერთობლივი საქველმოქმედო აქცია მოეწყო. ურეხის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კეთილი ადამიანების მზრუნველობა და ყურადღება ნამდვილად არ აკლიათ, ისინი ხშირად სტუმრებს სადღესასწაულო დღეებში ელოდებიან , მაგრამ ერთ ჩვეულებრივ დღეს მოულოდნელი სტუმრების გამოჩენა უგემრიელესი საჩუქრებით ხელში ბავშვებისთვის ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა.
|
|
დაწვრილებით...
|
|
ვაჩუქოთ ერთი დღე ბავშვებს |
|
|
|
15.08.2009 00:00 |
 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით „შემხვედრი ნაბიჯი“ უკვე გადაიდგა. საკრებულო სამი თვეა, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირი „ პროგრეს“-თან თანამშრომლობს, რომელიც ახორციელებს პროექტს „შემხვედრი ნაბიჯი“. პროექტი 2009 წლის ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია ურეხის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების საზოგადოებასთან ინტეგრირება და მათი პრობლემების საზოგადოებისთვის გაცნობა.
|
|
დაწვრილებით...
|
|
ბათუმს კიდევ ერთი ახალი ტერიტორიული ორგანო შეემატა |
|
|
|
31.07.2009 00:00 |
 31 ივლისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც 6 საკითხი განიხილეს. ბათუმს კიდევ ერთი ახალი ტერიტორიული ორგანო - აეროპორტის უბანი შეემატა, ივლისის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის დადგენილება შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ბათუმის საზღვრებში ხელვაჩაურის რაიონის გარკვეული ტერიტორია:- აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისი, სარფისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მარჯვენა (სანაპიროს) მხარე - მდინარე ჭოროხამდე მოექცა, ამგვარად ქ.ბათუმის მერიის სისტემაში 7 ნაცვლად 8 ტერიტორიული ორგანო შეიქმნა, შესაბამისად ცვლილებები მოხდა ტერიტორიული ორგანოების საზღვრებშიც, ფერიის სასაფლაოსა და |
|
დაწვრილებით...
|
|
|
|
|
<< პირველი < წინა 1 2 3 4 5 შემდეგი > ბოლო >>
|
|
გვერდი 3 - 5-დან |