ამინიდის პროგნოზი

ვალუტის კურსი

კალენდარი

«  სექტემბერი 2010  »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
მთავარი სიახლეები ქალაქის მერის თანამდებობა ვაკანტურია
ქალაქის მერის თანამდებობა ვაკანტურია ბეჭდვა E-mail
30.04.2010 12:10

30 აპრილს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა რომელზეც 21 საკითხი განიხილეს.

სხდომაზე ბათუმის 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს ,რომელიც  დამოუკიდებელმა აუდიტმა შპს“კონტიგენტ“ -მა მოამზადა.

დღეიდან ქალაქის მერის თანამდებობა ვაკანტურია, ბათუმის საკრებულომ დღეს ცნობად მიიღო რობერტ ჩხაიძის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.

ბათუმს კიდვ ერთი გასართობი ცენტრი შეემატება, ყოფილი სასტუმრო მესხეთიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სადემონსტრაციო აკვარიუმის მშენებლობისთვის საკრებულომ  არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი გამოყო.

ასევე დამტკიცდა, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი,  მრავალსართულიანი მუნიციპალური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის. ლერმონტოვისა და ს.ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე.

საკრებულომ შ.ხიმშიაშვილის ქუჩის გაგრძელებას (ახალი ბულვარის) დასაწყისს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სახელი უწოდა. ხოლო ადლიის-2 ჩიხს საზოგადო მოღვაწის კოტე აფხაზის და ანგისის -2 ჩიხს კი ქართველი მამულიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის სახელი მიანიჭა.

სხდომაზე ასევე გაითვალისწინეს მოსახლეობის მოთხოვნა და  მამია ვარშანიძის მე-3 ჩიხს ბათუმგორის სახელი გადაარქვეს.

 

 

ბმულები

ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

ბოლო სიახლეები

ამჟამად საიტზეა

ჩვენ გვყავს 8 სტუმარი ხაზზე

Copiright © 2008 - 2010