|
16 მაისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა |
|
|
|
17.05.2010 06:57 |
|
16 მაისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საკრებულოს წევრები, ქ.ბათუმში ერთ-ერთი ქუჩისთვის, ლაზური წარმოშობის თურქი ბიზნესმენის, ნურეთინ ჩარმიქლის სახელწოდების მინიჭების შესახებ მსჯელობდნენ.
როგორც ცნობილია, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე სახელმწიფოა. ბოლო პერიოდში თურქეთის
რესპუბლიკიდან მრავალი დიდი საინვესტიციო პროექტი განხორცილდა საქართველოში, რაც ხელს უწყობს საქართველოს არამარტო ეკონომიკურ განვითარებას , არამედ მის მომავალ პოლიტიკურ უსაფრთხოებასაც.
თურქეთ-საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობის აღნიშვნისა და ბათუმის ტურისტული და საკურორტო ქალაქის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის ერთგვარი დაფასების ნიშნად, ბათუმის საკრებულომ მიზანშეწონილად ჩათვალა ქ.ბათუმში, რუსთავლის N-57-ს მიმდებარედ არსებული მოსახვევიდან ზ.გორგილაძის ქუჩამდე მდებარე საავტომობილო გზის მონაკვეთს მიენიჭოს ნურეთინ ჩარმიქლის სახელობის ქუჩის სტატუსი. |