ამინიდის პროგნოზი

ვალუტის კურსი

კალენდარი

«  სექტემბერი 2010  »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
მთავარი სიახლეები 2006 წლის მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა
2006 წლის მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა ბეჭდვა E-mail
28.05.2010 10:43

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღით ადრე საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში,  საკრებულო   ამ შემადგენლობით კიდევ ერთ სხდომას პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით  გამართავს.

2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდაგენლობითი ორგანოს - სააკრებულოს არჩევნები, 5 ოქტომბერს ჩატარდა, ქალაქის საკრებულოში 4 წლიანი მანდატი 15 დეპუტატმა მიიღო, საკრებულოს პირველი სხდომა  კი 2006 წლის 12 ოქტომბერს გაიმართა.

თითქმის ოთხი  წლის განმავლობაში საკრებულომ 64 სხდომა ჩაატარა, რომელზეც 219 დადგენილება და 460  განკარგულება მიიღო.

საკრებულოში ამ ხნის განმავლობაში  1 832 ოფიციალური კორესპონდენცია და 741 ფიზიკური პირის განცხადება შემოვიდა.

2 461 მოქალაქემ კი საკრებულოს, მიწის  ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებით მომართა.

 

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა  12 საკითხი დაამტკიცეს და ქალაქის ბიუჯეტის  ოთხი თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს,

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე განათლების, კულტურისა და სპორტის  სამსახურის ხელმძღვანელებმა კი საკრებულოს მუნიციპალური პროგრამების პირველი კვარტლის შესრულების  ანგარიში წარუდგინეს.

 

საკრებულომ აგრეთვე განათლების კულტურისა და სპორტის კომისიის ინიციატივას  დაუჭირა მხარი და  ბათუმში, აეროპორტის 114 და 118 ნომრებს შორის მოქცეულ ქუჩებს ხასან ჰელიმიშის, აეროპორტის პირველი შესახვევს კი გიორგი შარვაშიძის სახელი უწოდა.

ხოლო ბათუმის ინტელიგენციის მოთხოვნის საფუძველზე, ვახტანგ ჩხეიძისა და რეზო ბოლქვაძის საცხოვრებელ სახლებზე მათი სახელის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფები განთავსდება .

 

 

 

ბმულები

ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

ბოლო სიახლეები

ამჟამად საიტზეა

ჩვენ გვყავს 7 სტუმარი ხაზზე

Copiright © 2008 - 2010