|
საკრებულომ ოთხი წლის მუშაობა შეაჯამა |
|
|
|
16.06.2010 08:09 |
|
15 ივნისს 2006 წლის მოწვევის საკრებულომ ბოლო შემაჯამებელი სხდომა გამართა, რომელზეც 12 საკითხი განიხილეს. სხდომის ერთ - ერთი მთავარი საკითი ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები იყო.ბიუჯეტი 5 მილიონ 127 ათასი ლარით გაიზარდა, 3 მილიონი ლარი სახელწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის სახით გამოიყო, ხოლო დანარჩენი თანხა ეკონომიისა და საშემოსავლო ნაწილის გაზრდის ხარჯზე გამოთავისუფლდა. აღნიშნული თანხა სხვადასხვა პროგრამაზე გადანაწილდა. სხდომის მეორე ნაწილში საკრებულოს თავმჯდომარემ, მოადგილემ, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებმა 2006-2010 წლებში გაწეული
მუშაობის შესახებ ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამეს. სხდომის ბოლოს ფრაქცია“ ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ფრაქციის წევრები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა და გაწეული მუშაობისათვის სიგელები და მედლები გადასცა.
|