|
17 ივნისს 2010 წლის მოწვევის ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. საკრებულოს სხდომა ბათუმის 79–ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ კახა ჯაიანმა გახსნა და საზოგადოებას 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააცნო.
2010 წლის მოწვევის საკრებულო 15 ნაცვლად 25 წევრით შეივსო. 25 მანდატიდან ოცი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ერგო, ორი ქრისტიან დემოკრატიულ გაერთიანებას, ორი ეროვნულ საბჭოს და ერთი რესპუბლიკურ პარტიას.
შედეგები კი ასეთია:ქალაქის ათივე სამაჟორიტარო უბანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაიმარჯვეს: ჯუმბერ კახიძე - თამარის უბანი, დავით კასრაძე ბონი- გოროდოკის უბანი, თამაზი თოფურიძე- ძველი ბათუმი უბანი, ბესარიონ ჭოხონელიძე- ძველი ბათუმის უბანი, გენო თებიძე -ხიმშიაშვილის უბანი,
ნოდარი ფუტკარაძე -აღმაშენებლის უბანი, გიორგი კირთაძე - ბაგრატიონის 1 უბანი, გიორგი კავაზაშვილი - ბაგრატიონის 2 უბანი გიორგი გაბაიძე - ბაგრატიონის 3 უბანი, ნუკრი დოლიძე -აეროპორტის უბანი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიით:-რობერტ ჩხაიძე, გოდერძი ტოტოჩავა, ეკა თარგამაძე, გიორგი დიასამიძე, გია აბულაძე, ნოდარი დუმბაძე, ზაური ფატლაძე, თამაზ გორგილაძე, მანანა ილურიძე, ალეკო ჩხარტიშვილი.
მანდატები ოპოზიციურ პარტიებზე ასე გადანაწილდა :ვაჟა ვერულიძე, ნაზიბროლა ქობულაძე - ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება, მამული ჟღენტი, ჯუმბერ კობალაძე - ეროვნული საბჭო, ხოლო ირაკლი ჩავლეიშვილი - რესპუბლიკური პარტია.
საკრებულოს პირველ სხდომას დეპუტატთა შორის უხუცესი წევრი მამული ჟღენტი უძღვებოდა.
ახალარჩეულმა საკრებულომ, ხმათა უმრავლესობით, მეორე ვადით ბაგრატიონის უბნის მაჟორიატრი დეპუტატი გიორგი კირთაძე აირჩია, ხოლო მოადგილედ თამარის უბნის მაჟორიტარი ჯუმბერ კახიძე.
საკრებულოს თავმჯდომარემ ქალაქის მერის თანამდებობაზე რობერტ ჩხაიძის დანიშვნის განკარგულებას, ხელი საკრებულოს წერების უმრავლესობის თანხმობით მოაწერა.
დღესვე, აირჩიეს საკრებულოს ოთხი კომისიის თავმჯდომარე: საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას ნოდარ ფუტკარაძე უხელმძღვანელებს, საფინანსო კომისიას ეკატერინე თარგამაძე, ეკონომიკური რეფორმების კომისიას დავით კასრაძე, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას გიორგი დიასამიძე.
2006 წლის მოწვევის საკრებულოს წევრებს უფლებამოსილება, ახალარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისთანავე შეუწყდათ. |