|
21 ივნისს ახალარჩეულმა საკრებულომ მეორე, რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომაზე 8 საკითხი განიხილეს.
საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ახალი წევრი აირჩია, ნაზი ფუტკარაძემ საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი რობერტ ჩხაიძე ჩაანაცვლა, რომელიც საკრებულომ პირველივე სხდომაზე ქალაქის მერად აირჩია.
დღესვე საკრებულოს წევრებმა განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარედ ნაზი ფუტკარაძე აირჩიეს, ასევე დაკომპლექტდა საკრებულოს ხუთივე კომისიის პერსონალური
შემადგენლობაც:
საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისია:
თავმჯდომარე:ნოდარ ფუტკარაძე
კომისიის წევრები:ჯუმბერ კახიძე, გია აბულაძე, ნოდარ დუმბაძე, გენადი თებიძე, მამული ჟღენტი, ვაჟა ვერულიძე.
საკრებულოს საფინანსო კომისია:
თავმჯდომარე:ეკატერინე თარგამაძე
წევრები:გიორგი კირთაძე, თამაზ გორგილაძე, ნოდარ დუმბაძე, ნუკრი დოლიძე, გიორგი კავაზაშვილი, ჯუმბერ კობალაძე, ვაჟა ვერულიძე, გიორგი გაბაიძე, ზაური ფატლაძე.
საკრებულოს ეკონომიკური რეფორმების კომისია:
თავმჯდომარე: დავით კასრაძე
წევრები:ზაურ ფატლაძე,გიორგი გაბაიძე, ალექსანდრე ჩხარტიშვილი, თამაზ გორგილაძე, თამაზ თოფურიძე, ნუკრი დოლიძე, ირაკლი ჩავლეიშვილი, ჯუმბერ კობალაძე.
საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია:
თავმჯდომარე:გიორგი დიასამიძე
წევრები:გიორგი კავაზაშვილი, ბესარიონ ჭოხონელიძე, გოდერძი ტოტოჩავა, მანანა ილურიძე, ნაზიბროლა ქობულაძე.
საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის კომისია:
თავმჯდომარე: ნაზი ფუტკარაძე
წევრები:გოდერძი ტოტოჩავა, ჯუმბერ კახიძე, გენადი თებიძე, გია აბულაძე, ბესარიონ ჭოხონელიძე, მანანა ილურიძე, ალექსანდრე ჩხარტიშვილი, ირაკლი ჩავლეიშვილი, ნაზიბროლა ქობულაძე. |