|
24 ივნისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც ერთი საკითხი განიხილეს.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ მერიის დებულებაში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელა.
ცვლილებები ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანულ კანონში გასული წლის დეკემბერში შევიდა, მაგრამ 2010 წლის 15 ივნისიდან ამოქმედდა.
ახალი ცვლილებებით ქალაქის თვითმმართველობის ფუნქციები ასე გადანაწილდა:-თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს საკრებულოს თავმჯდომარე, შემდეგ საკრებულო და მერია .
ამ ცვლილებების შესაბამისად გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის
უფლებამოსილებები.
საკრებულოს თავმჯდომარეს ერთდროულად ორი აპარატი მოემსახურება, როგორც საკრბულოს ასევე მერიის.
ასევე შეიცვალა ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის: ბრძანებების, წერილების ბლანკების ნიმუშები და ფორმები.
საკრებულოს დაქვემდებარებაში გადმოვიდა თვითმმართველობის ბალანსზე არსებული „შპს“და „აიპი“-ები.
მერიის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყეტილებები:შესყიდვები, ტენდერები, მოსაკრებლები და ა.შ. შეთანხმებული იქნება საკრებულოს თავმჯდომარესთან.
ცვილებებია მერიის სტრუქტურებშიც, მერს ამიერიდან ორის ნაცვლად სამი მოადგილე ეყოლება, ამჯერად თანაბარი უფლებებით. |