|
ახალი მოწვევის საკრებულოსთვის 2010 წლის ბიუჯეტის პრეზენტაცია გაიმართა |
|
|
|
01.07.2010 11:20 |
|
საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს წევრებისათვის თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ამჟამად 146,859.9 მილიონს შეადგენს.
ვინაიდან, 2010 წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულოს მიერაა დამტკიცებული, საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ ეკა თარგამაძემ მიზანშეწონილად ჩათვალა ინფორმაცია ახალი მოწვევის საკრებულოსთვისაც გაეცნო.
საკრებულოს ახალ შემადგენლობას ბიუჯეტი მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ჯემალ ანანიძემ წარუდგენა, დარგობრივ პროგრამებზე კი დეტალურად შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა
ისაუბრეს. პრეზენტაციის პარალელურად დისკუსია გაიმართა.
|