|
30 ივლისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სხდომაზე 14 საკითხი განიხილეს.
ბათუმის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია „ბათუმი“ შეიქმნა, რომელშიც "ქრისტიან-დემოკრატები" და "კონსერვატორების" წარმომადგენელი მამული ჟღენტი გაერთიანდნენ, ფრაქციის თავმჯდომარედ კი ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანების წევრი ნაზიბროლა ქობულაძე აირჩიეს.
დღევანდელ სხდომაზე, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიაც შეიქმნა, რომლსაც საკრებულოს თავმჯდომარე
გიორგი კირთაძე უხელმძვანელებს.
საკანონმდებლო ორგანოში, ქ.ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ახალი ტერიტორიების ქალაქის ერთიან ინფრასტრუქტურაში ჩართვის მიზნით ქ.ბათუმში მიწათსრგბლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებები დაამტკიცეს.
ქ.ბათუმში N-1 საჯარო სკოლისათვის ილია ჭავჭავაძის სახელის მინიჭების (დაბრუნები)შესახებ იმსჯელეს, რომლის ინიციატორიც საკრებულოს წევრი გენადი თებიძე იყო.
დღესვე, დრამატული თეატრის წინ ლომების ბრინჯაოს მოქროვილი მონუმენტების დადგმის საკითხიც განიხილეს. სტატუები თრიალეთის გათხრების შედეგად არის ნაპოვნი და ჯანაშიას მუზეუმში ინახება. სწორედ ამ მონუმენტის ასლის დადგმა იგეგმება დრამატული თეატრის წინ.
სხდომაზე, ასევე რამდენიმე საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხას დაამტკიცეს და შპს „ბათუმის წყლის“ 2010 წლის პირველი ნახევრში გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. |