|
19.03.2010 08:01 |
|
თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის მუნიციპალური გერბი:
გერბის ფარის ლაჟვარდის ველს კვეთს სამი ვერცხლის ყაბიწი (მარჯვნიდან მარცხნივ). ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი, რომელიც ტალღისებურად გაყოფილია ორ ნაწილად: 1 ნაწილი – მეწამურ ველზე სამი ოქროს მონეტა. მე-2 ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია სამქონგურიანი (ციხესიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი. გერბის ფარის უკან ჯვარედინად მოთავსებულია ორი ოქროს ღუზა. გერბის ფარს გვერდებზე და ქვევით შემოყვება ვერცხლ-ლაჟვარდის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი ,,ბათუმი”.
თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის მუნიციპალური დროშა:
დროშის (პროპორცია 2/3) ლურჯ ველს ჰორიზონტალურად ყოფს სამი თეთრი სარტყელი. დროშის ცენტრში მოთავსებულია ბათუმის გერბის მცირე ფარი, რომელიც ტალღისებურად გაყოფილია ორ ნაწილად: 1 ნაწილი – მეწამურ ველზე სამი ოქროს მონეტა. მე-2 ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს.
|
|
|
|
|