ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მარტოხელა მშობლები მგზავრობისას შეღავათებით ისარგებლებენ
29 მაისი 2018
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. 

პროექტით წარმოდგენილი ცვლილების ინიციატორი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოა და იგი ითვალისწინებს M3 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრობისას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისთვის დამატებითი შეღავათით, მგზავრობის საფასურის 50 %-იანი ფასდაკლებით (0,15 ლარი) სარგებლობას.
პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირების“ ქვეპროგრამის ასიგნებებიდან დაიფარება.
დადგენილების პროექტს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხვალ, 29 მაისს, სხდომაზე განიხილავს და მიღების შემთხვევაში, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2477
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები