ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
23 სექტემბერი 2024
 

ც ნ ო ბ ა


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2024 წლის 25 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის
განსაზღვრის შესახებ

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) მიმდინარეობს 2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრა შემდეგ საკითხებზე:

 

საკითხი 1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)


საკითხი 2. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი - დავით კოპინაძე)


საკითხი 3. „ქალაქ ბათუმში, ზღვისპირის ქ. N1ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კN05.32.14.073) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი (შპს „ორბი ჯგუფი მილენიუმ“).
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი გიორგი წანაწყენიშვილი)


საკითხი 4. „ქ. ბათუმში, ადლიის ქ. N59-ში და ადლიის III ჩიხი N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ N05.32.03.296, N05.32.03.553, N05.32.03.515) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებუ¬ლოს განკარგულების პროექტი
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი გიორგი წანაწყენიშვილი)

 

დღის წესრიგის წარმოებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ დღის წესრიგის თაობაზე ცნობის გამოქვეყნებიდან 2024 წლის 24 სექტემბერს დღის 11:00 საათამდე საკრებულოს აპარატში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული).
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თარიღად განისაზღვროს 2024 წლის 25 სექტემბერი.

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 23790
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები