ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„ქართული ოცნება -კონსერვატორების“ წევრები სტუმრად ბავშვებთან
01 ივნისი 2018
 

დღეს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე ნატალია ძიძიგური და ფრაქციის წევრი მიხეილ ართმელაძე ბათუმის მე-14-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ეწვივნენ და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.

პატარებმა სტუმრებს საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული მუსიკალური ნომრები, სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს, ზეიმის ბოლოს კი მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
საკრებულოს წევრები პატარების სააღმზრდელო პროცესითაც დაინტრესდნენ და ბაღების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მამუკა შამილიშვილთან ერთად, ჯგუფებში არსებული მდგომარეობა დაათვალიერეს. დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს გაწეული სამუშაოსთვის და სამომავლოდ, საჭიროების შემთხვევაში თანადგომა აღუთქვეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 301
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები