ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
მორიგი სხდომის დღის წესრიგი

 

30 ოქტომბერი, 2019 წელი
11:00 საათი ქალაქი ბათუმი

 


საკითხი 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ნუკრი დეკანაძე)


საკითხი 2„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საქალაქო ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე)


საკითხი 3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (მიკროავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ ნებართვის მაძიებლებზე სამარშრუტო ხაზების მიხედვით ნებართვის გაცემის და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საქალაქო ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე)


საკითხი 4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე და მეოთხე ფაზის განმახორციელებელ კონსორციუმებთან (წარმოდგენილი კომპანია Egis Eau SA სახით) გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულების მოწონების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საინვესტიციო პოლიტიკის და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი ჯაბა ტუღუში)


საკითხი 5. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)


საკითხი 6. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)


საკითხი 7. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და შპს „ხიდი 2006“ -ს შორის 2018 წლის 18 მაისს დადებულ „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)


საკითხი 8„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)


საკითხი 9. „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი)

 

საკითხი 10. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი)

 

საკითხი 11. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
(მომხს:ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი)

  

საკითხი 12. „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი)


საკითხი 13. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №69 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
(მომხს: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსი - ირაკლი თავართქილაძე)


საკითხი 14. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ 2018 წლის 27 დეკემბრის №79 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსი - ირაკლი თავართქილაძე)


საკითხი 15. ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N57-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე ანზორ კვაჭაძის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ირაკლი პატარიძე)


საკითხი 16. სამშენებლო კომპანია შპს „სვეტი ჯგუფის“ მიერ დაზარალებულთა პრობლემების გადაწყვეტის გზების მოძიების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართვის პროექტი
(მომხს: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრი გელა დეკანაძე)

 

 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები