ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
,,ჩეხოვის სახლში"
20 დეკემბერი 2018
 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დაესწრო. 

,,ჩეხოვის სახლში’’ ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც ისტორიის გაცოცხლებას, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და მისი მოვლა-პატრონობის კუთხით საზოგადოების ჩართულობას ეძღვნებოდა.
პროფესორმა რამაზ სურმანიძემ, საზოგადოებას „ჩეხოვის სახლის“ ისტორია გააცნო და იმ ადამიანებზე მოუთხრო, რომელთა მოღვაწეობაც დაკავშირებული იყო ამ სახლთან.
მე-19 საუკუნის დასასრულს აგებულ სახლში, რომელშიც ამჟამად რესტორანი „ბერნია“ განთავსებული, 1888-1900 წლებში ცნობილი რუსი მწერლები ანტონ ჩეხოვი და მაქსიმ გორკი ცხოვრობდნენ.
საღამო რეჟისორ გაბრიელ გოშაძის მიერ დადგმული ანტონ ჩეხოვის სამი მოთხრობის ინსცენირებით (,,ბედნიერი ბილეთი’’, ,,ბოროტმოქმედი’’, ,,მიამიტი’’) დასრულდა. „კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის“ კი მადლობის სიგელი პროფესორ რამაზ სურმანიძეს გადაეცა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 302
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები