ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა
07 თებერვალი 2019
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღეს საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალის გახსნას დაესწრო. ტერმინალის გახსნას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. 

2 ჰექტარ ტერიტორიაზე სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3000 კვ.მ. დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი მოეწყო. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე საკონტეინერო ტვირთების მიმოსვლისთვის განკუთვნილი ახალი გასასვლელის, გაფართოებული საკონტეინერო ეზოს, ახალი საკონტეინერო საწყობისა და სარკინიზო ხაზის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად გამარტივდა ტვირთების მოძრაობა და გაიზარდა როგორც საბორნე ხიდის, ასევე მთლიანად საკონტეინერო ტერმინალის გამტარიანობა.
ნავსადგურის საქონელბრუნვის ეფექტურობის უზრუნველყოფასა და საავტომობილო მოძრაობისათვის დაბრკოლებების შექმნის თავიდან აცილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტმა.
ხიდის გახსნამ შესაძლებლობა მისცა შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“ გაეკეთებინა 280 მ სიგრძის შიდა ბეტონის გზა ახალი შესასვლელით საკონტეინერო გადაზიდვებისათვის, რაც საშუალებას იძლევა განცალკევდეს საკონტეინერო და საბორნე-სახმელეთო გადაზიდვები.
ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობას 100%-ით გაზრდის.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 45
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები