ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
04 მარტი 2019
 

საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

კომისიამ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხუ-ლი) მეორადი სამშენებლო და მეორადი სხვა მასალების სოციალურად დაუცველი, სტიქიით დაზარალებული და სხვა პირებისათვის გადაცემის პროგრამის შესახებ განკარგულების პროექტში ცვლილებები განიხილა.
მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის სოფიო მიქელაძის თქმით, მეორადი სამშენებლო მასალების სოციალურად დაუცველ, სტიქიით დაზარალებულ და სხვა პირებზე გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი და სხვა პირთა მატერიალური დახმარების შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭო, დაინტერესებული პირის, კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში სერვის ცენტრის მენეჯერის დასკვნისა და ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს თანხმობის საფუძველზე.
წარმოდგენილ ცვლილებას კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და მისი განხილვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1989
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები