ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„ალიანს სიტის“ სამშენებლო პროექტის საჯარო განხილვა
20 მარტი 2019
 

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად, კომპანია „ალიანს სიტი“ სამი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი 18 000 კვადრატული მეტრია. ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების მიზნით დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
წარმოდგენილი პროექტი, ითვალისწინებს საცხოვრებელი ზონის სტატუსის შეცვლას და მისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭებას ასევე, კ2 კოეფიციენტის გაზრდას.
საჯარო განხილვა, რომელიც ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ინიციატივით გაიმართა, საკრებულოს, მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და „ალიანს სიტის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2087
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები