ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჩვენი ხმა საზოგადოებაში
21 მარტი 2019
 

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს, ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ ბენეფიციარებს სტუმრობდნენ.

საბჭოს წევრებმა მასპინძლებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს. სპეციალურად მათთვის სტუდია „ლიმპოპოს“ აღსაზრდელები მიიწვიეს, რომლებმაც მათ ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს. პატარა მსახიობები მაყურებლის წინაშე რამდენიმე საკონცერტო ნომრით წარსდგნენ და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს, განსაკუთრებული მოწონება კი იმ მუსიკალურმა ნომერმა დაიმსახურა, რომელიც სტუდია „ლიმპოპოსა“ და სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვებმა ერთობლივად შეასრულეს.
ღონისძიების ბოლოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ბავშვებთან ერთად სამახსოვორ ფოტოები გადაიღეს და მომავალში უფრო აქტიურ მხარდაჭერას დაჰპირდნენ.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებაა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1776
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები