ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რიგგარეშე სხდომა
22 მარტი 2019
 

ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხზე იმსჯელეს. 

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის „საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერის“ ფარგლებში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების განხორციელების, დაფინანსების, ანგარიშგების წესისა და პირობების შესახებ დებულება და პროგრამული და ფინანსური ანგარიშგების ფორმა.
სხდომაზე ასევე დამტკიცდა დებულება „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ფესტივალების განხორციელების, დაფინანსების, ანგარიშგების წესისა და პირობების შესახებ.
ცვლილება შევიდა „ხელოვანთა ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ღონისძიების - „საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო/სამეცნიერი პროექტებში მონაწილეთა დაფინანსება“ - ფარგლებში კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ არსებულ დებულებაში, რაც მიზნად ისახავდა დამტკიცებულ დებულებაში, ფინანსური დახმარების ოდენობის, ცალკეული პუნქტის ტექნიკური ხარვეზის გასწორებას. ცვლილების მიხედვით, კონკურსში გამარჯვებულ პირს აუნაზღაურდება მგზავრობის, ვიზის, დაზღვევის, სასტუმროს და ღონისძიებაში მონაწილეობისათვის დაწესებული სარეგისტრაციო ხარჯები.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს ქალაქ ბათუმში, დაბა ჩაქვში ახალი ზოოპარკის მშენებლობისათვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი პირებისათვის საკომპენსაციო თანხების გაცემის შესახებ განკარგულებაში ცვლილების შეტანას, რომლის მიხედვითაც, განკარგულებაზე თანდართული არასწორი სიტუაციური გეგმა ჩანაცვლდა ახალი სიტუაციური გეგმით.
საკრებულოს სხდომას თვითმმართველობის, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 101
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები