ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მორიგი სხდომა
12 აპრილი 2019
 

საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში, დღეს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა, პირადი განცხადების საფუძველზე ირაკლი მიქელაძისთვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღეს და მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები 1,106.1 ათასი ლარით გაიზარდა. პროექტით ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. როგორც სხდომაზე ითქვა, ნამატი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს , ასევე განათლების, კულტურისა და სპორტის ღონისძიებებს მოხმარდება.
დღესვე, სხდომაზე, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის აღამასრულებელ ორგანოსა და შპს “NEWLINE”-ს შორის დადებულ, პირობებით გამოცხადებული აუქციონის 2018 წლის 17 მაისის №8 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტი დაამტკიცეს, ასევე მხარი დაუჭირეს, ბათუმში შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ცენტრალურ პარკში, პოეტის, ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსების საკითხს, რომელსაც წელს დაბადებიდან 120 წელი უსრულდება. პროექტის ინიციატორი ბათუმში კვირკველიების საგვარეულოა, ბიუსტის განთავსების ხარჯებსაც აღნიშნული საგვარეულო გაიღებს.
საკრებულოს წევრებმა, დღესვე ცნობად მიიღეს, ინფორმაცია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ავარიული და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების შესახებ.
საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია დარეგისტრირდა, ამის შესახებ ინფორმაცია კოლეგებს საკრებულოს თავმჯდომარემ გააცნო. ფრაქცია „ბათუმს“ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი რაულ თავართქილაძე უხელმძღვანელებს, ფრაქციაში მასთან ერთად კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ელგუჯა ანდრიაძე და „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩილ მამულაძე გაერთიანდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 395
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები