ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების კომისიის სხდომა
23 აპრილი 2019
 

ბათუმის საკრებულოში დღეს განათლების კომისიის სხდომაზე ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. 

როგორც საკითხის მომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ედნარ ნატარიძემ სხდომაზე აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ 167,422.1 ათასი ლარი შეადგინა, ფაქტობრივი შესრულება კი - 167,027.5 ათასი ლარი. მისივე განცხადებით, ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 173,380.2 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ - 164,527.1 ათასი ლარი.
2018 წელს პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება. ქალაქში ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად საბიუჯეტო დაფინანსების ძირითად პრიორიტეტს ასევე სკოლამდელი განათლების, კულტურისა და სპორტის სფერო და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა.
როგორც ელდარ ნატარიძემ აღნიშნა, დასახული პრიორიტეტების შესაბამისად, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განათლების, კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის განვითარების კუთხით ხორციელდებოდა შემდეგი პროგრამების დაფინანსება:
- სკოლამდელი განათლება - 14 707,3 ათასი ლარი;
- პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა - 167,1 ათასი ლარი;
- ზოგადი განათლების ხელშეწყობა - 8,9 ათასი ლარი;
- სპორტის განვითარების ხელშეწყობა - 5 726,5 ათასი ლარი;
- მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მოვლა-პატრონობა - 4 006,6 ათასი ლარი;
- კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები - 2 407,9 ათასი ლარი;
- კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა - 2 146,6 ათასი ლარი;
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება - 133,5 ათასი ლარი;
- ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა - 120,5 ათასი ლარი.
ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების სრულ ანგარიშს ბათუმის საკრებულო 25 აპრილს, სხდომაზე განიხილავს.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1801
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები