ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების კომისიის სხდომა
10 მაისი 2019
 

დღეს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

საკითხები კოლეგებს კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ წარუდგინა.
კომისიის წევრებმა, ქ.ბათუმში ყაზბეგის ქ.N21-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ჯემალ წულუკიძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ საკითხი განიხილეს, დღესვე იმსჯელეს ბათუმში გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისთვის სკვერის სტატუსის და მასზე „მეზღვაურის სკვერის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტზე.
აღნიშნული საკითხი ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად გადაეცემა მას შემდეგ, რაც კომისია, საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიისგან ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით მიიღებს დადებით პასუხს.
დღსვე დაიგეგმა სამუშაო შეხვედრების გამართვა, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული სპორტული კლუბების ხელმძღვანელებთან.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1952
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები