ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მალე ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება
17 მაისი 2019
 

ბათუმში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება.

პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
პრემიერმა აღნიშნული საგანმანათლებლო სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება განათლების სისტემის რეფორმაზე.
„ზუსტად ერთი თვის წინ შეგპირდით, რომ ბათუმში, თქვენს ულამაზეს ქალაქში დავიწყებდით ისეთივე ულამაზესი საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას, როგორიც დღეს შენდება თბილისში და შევარჩიეთ ეს ულამაზესი ადგილი თქვენს ქალაქში. აქ ჩვენ ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების ქალაქში განთავსდება "კომაროვის" სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცე.
განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა ბათუმში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დაიწყება და 2020 წელს კომპლექსის ნაწილი უკვე შევა ექსპლუატაციაში.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2002
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები