ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა რეგიონული განვითარების საკითხებზე
21 მაისი 2019
 

რეგიონული განვითარების საკითხებზე დღეს სასტუმრო „ჰილტონში“ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები დაესწრნენ.

შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მიზანიც რეგიონის განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, კერძოდ ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და აკადემიური წრეების თანამონაწილეობისა და ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება იყო.
შეხვედრას, აჭარის მინისტრთა კაბინეტის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1693
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები