ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ირანული კულტურის დღეები ბათუმში
05 ივნისი 2019
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის დღების გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კულტურის დღეების ფარგლებში ირანელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა და ფილმების ჩვენება გაიმართება.
ღონისძიება ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა და მას აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და საკონსულოების წარმომადგენლები, ასევე უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 56
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები