ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სახალხო ზეიმი „სელიმობა“
06 ივნისი 2019
 

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში, ტრდიციულ დღესასწაულს „სელიმობას“ დაესწრო.

საქართველოს ერთიანობისათვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის სახელის უკვდასაყოფად სახალხო ზეიმი ყოველწლიურად იმართება, რომელსაც რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელები, ასევე, სასულიერო პირები და სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავლები ესწრებიან.
სახალხო ზეიმზე მიწვეულმა სტუმრებმა დღეეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს სელიმ ხიმშიაშვილის ღვაწლი და მისი ისტორიული სიტყვები:- “მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ“ – სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა 1815 წლის 3 ივნისს, სელიმ ხიმშიაშვილმა სოფელ ბაკიბაკოში, კერძოდ სერიყანაში, როცა მას თავს კვეთდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 44
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები