ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
თანაბარი უფლებები თანაბარი შესაძლებლობებისთვის
14 ივნისი 2019
 

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ნატალია ძიძიგური და თავმჯდომარის მოადგილე ნერიმან ცინცაძე დღეს თამარის დასახლებაში N 22-საბავშვო ბაღის ინკლუზიურ ჯგუფს ეწვივნენ.

საკრებულოს წევრებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე მიულოცეს, საგაკვეთილო პროცესში ჩაერთვნენ და რამდენიმე ერთობლივი ნამუშევარიც შეასრულეს.
14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
აღნიშვნის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული წარმოდგენების დაძლევა

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 192
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები