ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბელა ქებურიას საიუბილეო საღამო
18 ივნისი 2019
 

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში დღეს პოეტ ბელა ქებურიას 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. 

პოეტის საიუბილეო თარიღი ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილმა საზოგადოებამ და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა პოეტს საიუბილეო თარიღი კიდევ ერთხელ მიულოცეს და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
ბელა ქებურია ათზე მეტი კრებულის ავტორია, უახლოეს მომავალში იგეგმება მისი კიდევ ერთი კრებულის, სხვადასხვა ენაზე თარგმნილი ლექსების გამოცემა, სახელად „10 სარკმელი“. პოეტი, ასევე არის დიდი ქართველი პოეტების, ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის სახელობის კონკურსის - ,,ზღვაურის" პროექტის ავტორი და უამრავი ჯილდოს მფლობელი.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ასევე პოეტის კოლეგები, მეგობრები და საზოგადოების წარმომადგენელბი ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2053
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები