ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს
14 ივლისი 2019
 

საფრაგეთის ეროვნული დღესასწაული, დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა. ღონისძიებას, რომელიც საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ გახსნა, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს საფინანსო- ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე დაესწრნენ.
საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 14 ივლისს აღინიშნება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ბულვარისა და ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებული ღონისძიება ბათუმში წელს პირველად გაიმართა. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1751
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები