ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების კომისიის სხდომა
15 ივლისი 2019
 

ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მიმდიმარე წლის ბიუჯეტში შესატან ცლილებებზე იმსჯელეს.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მერაბ ქიძინიძის ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში თანხები გამოიყოფა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედეგად შერჩეული პროექტისთვის, ხოლო კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის მიმართულებით იგეგმება კონკურსში გამარჯვებული სამი პროექტის დაფინანსება. სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის ცვლილება განხორციელდება გარკვეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებშიც საბიუჯეტო თანხების ოპტიმალურად გადანაწილების მიზნით.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს. სხდომას ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 16 ივლისს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2064
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები