ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმა
19 ივლისი 2019
 

საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის (2015-2020წწ.) შესრულების შეფასების და შესაბამისი ანგარიშის მომზადების მიზნით დღეს ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და საქართველოში გაეროს სააგენტოების მხარდაჭერით მიმდინარეობს ,,საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის (2015-2020წწ)“ განხორციელების შეფასება, რისთვისაც ტარდება საქართველოში არსებული პრაქტიკების კვლევა ცენტრალურ, ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე. კვლევის ფარგლებში დაგეგმილია ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების ჩატარება დედაქალაქსა და რეგიონებში ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებსა და საკითხზე მომუშავე ექსპერტ-მკვლევარებთან. კვლევას უძღვებიან საერთაშორისო ექსპერტი - მაქსიმილიან ფრასი და ნინა გოგოლაძე.
დღეს გამართულ შეხვედრაზე, საკრებულოს განათლების კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა , მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგნელებთან ერთად მკვლევარებს ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი (2019-2020წწ) გააცნეს და მათთან ერთად სამომავლო პროექტები განიხილეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1982
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები