მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
30 ოქტომბერს, დღის 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
(მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ახალი სკვერი ბათუმში
02 აგვისტო 2019
თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ, სკვერი გაიხსნა. ახალ ადაპტირებულ სკვერში დამონტაჟდა შადრევანი, საპირფარეშო და საპარკინგე სივრცე. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 100 ათას 362 ლარს შეადგენს. ახალ სკვერში მოსახლეობამ ხეების დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა და 200-ზე მეტი ფოთლოვანი, წიწვოვანი და ბუჩქოვანი მცენარე დარგო. შემოდგომაზე კი, ტერიტორიაზე დიდი ზომის მარადმწვანე ხეები დაირგვება. ახალი სკვერის სახელწოდება ელექტრონული გამოკითხვის შედეგად შეირჩევა, რომელიც მერიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება
მნახველთა რაოდენობა: 4177
ბმულები



ისტორია

































