ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა
08 აგვისტო 2019
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ და საკრებულოს წევრებმა დღეს აჭარის მთავრობის წევრებთან და ბათუმის მერთან ერთად, ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. 

11 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომმა 169 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე იმსხვერპლა და 228 მშვიდობიანი თანამოქალაქე შეიწირა, დევნილობაში აღმოჩნდა 30 000-მდე ადამიანი, ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.
რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1828
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები