ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში შინდისთან დაღუპული 17 გმირი გაიხსენეს
11 აგვისტო 2019
 

ბათუმში 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 გმირი გაიხსენეს. ღონისძიებაზე შეკრებილმა ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ტრადიციულად, შინდისის გმირების სახელობის სკვერში, დაღუპული 17 გმირის სახელზე 17 ნერგი დარგეს.

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან და მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება, ჩვიდმეტმა ქართველმა მებრძოლმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწია და გმირულად დაიღუპა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 273
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები