ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
21 აგვისტო 2019
 

დღეს, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს. 

კომისიის წევრებმა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცებაზე , ასევე, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ დადგნილებაში ცვლილებებზე იმსჯელეს.
დღესვე, კომისიაზე, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში ცვლილება და ქალაქ ბათუმის მუნიციპლიტეტის საკუთრებაში არსებული, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური განსაზღვრის შესახებ დადგენილების პროექტში ცვლილებები განიხილეს.
კომისიამ წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია. სხდომა, ხვალ, 22 აგვისტოს გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1824
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები