ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სახალხო დღესასწაული „კოლხობა“
24 აგვისტო 2019
 

სარფის სანაპიროზე, დღეს, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „კოლხობა“ აღინიშნა. ”კოლხობის” დღესასწაული საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულო წევრები, ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

კოლხობას ტრადიციულად ისტორიული ლაზეთის ნაწილში, სარფისა და გონიოს ტერიტორიაზე ზეიმობენ და მასში მონაწილეობას ღებულობს, როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორული ჯგუფები. სახალხო დღესასწაულზე, ტრადიციულად, წარმოდგენილია ხალხური რეწვის ნიმუშები, ასევე, ლაზური ტრადიციებისა და სამზარეულოს ამსახველი კუთხეები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2857
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები