ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მუზეუმში დაცული ექსპონატების გამოფენა აჭარულ ღვინის სახლში
05 სექტემბერი 2019
 

ხ.ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული ექსპონატების გამოფენა, დღეს „აჭარულ ღვინის სახლში" გაიმართა. ღონისძიებას საკრებულოს წევრები, მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

აჭარული ღვინის სახლი აერთიანებს შატოს ტიპის რესტორანს, ენოთეკას, ღვინის საწარმოს და საგამოფენო სივრცეს. ის აჭარაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია ტურისტებისთვის, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი სტუმარი სტუმრობს, მათ შორის მსოფლიო ვარსკვლავები და პოლიტიკოსები. შესაბამისად აჭარის ეთნოგრაფიული არტეფაქტების ღვინის სახლში გამოფენა ხელს შეუწყობს აჭარის კულტურის და ტრადიციების პოპულარიზაციას.
დღესვე, სტუმრებისთვის, აჭარულ ღვინის სახლში ნაწარმოები ღვინის დეგუსტაციაც მოეწყო.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1829
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები