ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2020 წლის ივლისში დასრულდება
20 სექტემბერი 2019
 

ბათუმის საკრებულოს ფრაციების - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ და „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარემ ნატალია ძიძიგურმა ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატთან ელგუჯა ანდრიაძესთან ერთად დღეს ბათუმში, ლერმონტოვის ქ. N96-ში მიმდინარე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერეს.

ბათუმში, ლერმონტოვის N96-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოაცხადა. ახალი ბაღის მშენებლობისთვის, რომლის სამუშაოებსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ვექტორი“ ახორციელებს, ქალაქის ბიუჯეტიდან 1 912 504 ლარია გამოყოფილი. ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის საძირკველი. კომპანიამ მშენებლობა 2020 წლის ივლისში უნდა დაასრულოს.
ახალი საბავშვო ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება და იგი 210 ბავშვზეა გათვლილი.

მშენებლობის დათვალიერების შემდეგ საკრებულოს წევრები სამაჟორიტარო უბნის მტკივნეულ საკითხებზე სკვერში მყოფ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ და არაერთი საკითხი ჩაინიშნეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1651
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები