ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი
23 სექტემბერი 2019
 

დღეს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

4-მუხლიანი დოკუმენტი, რომელსაც აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და ჯემალ გამახარიამ მოაწერეს ხელი, ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას, ერთმანეთთან კოორდინაციითა და რესურსების ურთიერთგაცვლით, საკანონმდებლო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი სხდომები, სამუშაო შეხვედრები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც აჭარაში მცხოვრები დევნილების საჭიროებების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.
ხელმოწერის ღონისძიებას, რომელიც უმაღლესი საბჭოს მომავალ შენობაში გაიმართა, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე აჭარის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 122
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები