ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გამწვანების აქცია ძველ ბათუმში
15 ოქტომბერი 2019
 

„ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ ქალაქის გამწვანებით სამუშაოებს აგრძელებს. დღეს აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებთან და ბავშვებთან ერთად აქციაში ძველი ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ბათუმის საკრებულოში ზურაბ ნაკაიძე და საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე მონაწილეობდნენ.

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ჯამში 220 ძირი ხე-მცენარე - ტუია სმარაგდა პირამიდული, ტუია ოქროსფერი პირამიდული, სფეროსებრი ტუია, ფოტინია შტამზე, კალისტემონი და მაგნოლია სულანჯა - დაირგო.
ხე-მცენარეების დარგვა ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გაგრძელდება, მიმდინარე წელს დაგეგმილია გიორგი მაზნიაშვილის ქუჩის მასშტაბური გამწვანებაც.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1984
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები