ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა
31 ოქტომბერი 2019
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ დაფუძნებაზე თანხმობის მიცემას ითვალისწინებდა. მერიის ადმინისტრაციის უფროსის ნუკრი დეკანაძის განხცადებით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გააერთიანებს ყველა კერძო სამართლის იურიდიული პირის და მთლიანად მუნიციპალიტეტისათვის კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა საზედამხედველო ფუნქციას.
სხდომაზე დამტკიცდა საკრებულოს განკარგულების პროექტი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (მიკროავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ ნებართვის მაძიებლებზე სამარშრუტო ხაზების მიხედვით ნებართვის გაცემის და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
საკრებულომ მოიწონა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე და მეოთხე ფაზის განმახორციელებელ კონსორციუმებთან (წარმოდგენილი კომპანია Egis Eau SA სახით) გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულება, რომელიც განკარგულების პროექტის სახით საკრებულოს სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა ჯაბა ტუღუშმა წარადგინა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N34 განკარგულებაში, ასევე, - „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №28 დადგენილებაში.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქ. ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და შპს „ხიდი 2006“-ს შორის 2018 წლის 18 მაისს დადებულ „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს განკარგულების პროექტის მოსამზადებლად დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ორ საკითხზე - „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ და ასევე, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
საკრებულომ დაამტკიცა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის განახლებული პერსონალური შემადგენლობა. სხდომაზე ასევე მხარდაჭრილ იქნა
ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N57-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე ანზორ კვაჭაძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხი.
საკრებულომ განიხილა სამშენებლო კომპანია შპს „სვეტი ჯგუფის“ მიერ დაზარალებულთა პრობლემების გადაწყვეტის გზების მოძიების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართვის პროექტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე ბათუმის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გელა დეკანაძემ წარადგინა. მიმართვის პროექტი ითვალისწინებდა მიმართვის მიღებიდან ორი კვირის ვადაში სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც მერის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში შეისწავლიდა და აღრიცხავდა დაზარალებულთა ზუსტ რაოდენობას, მათ მდგომარეობას, მოიძიებდა ინვესტორს და გაახორციელებდა დაზარალებულთა პრობლემის გადაჭრისკენ მიმართულ ღონისძიებებს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მიმართვის პროექტმა საკრებულოს წევრთა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, რადგან სხდომაზე საკითხის განხილვისას მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ნუკრი დეკანაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მერიაში უკვე შექმნილია ანალოგიური ფორმატის სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა სიღრმისეულად მუშაობს ყველა იმ მიმართულებით, რაც მიმართვის ტექსტითაა გათვალისწინებული.

საკრებულოს სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა, ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში, არასამათავრობო სექტორის, თვითმმართველობის, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2093
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები