ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმი - მწვანე ქალაქი სამოქმედო გეგმა
12 ნოემბერი 2019
 

დღეს სასტუმრო ,,Radison Blu Batumi”-ში ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის (GCAP) პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები დაესწრნენ.

მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გასული წლის აგვისტოდან დაიწყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და მის მიერ შერჩეული კონსულტანტის - AECOM Limited-ის მხარდაჭერით, სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქალაქის გარემოს დაცვასა და მდგრადობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, პრიორიტეტების განსაზღვრასა და ინტერვენციის ხერხების განვითარებას.
აღნიშნული გეგმის პროექტის ფარგლებში მომზადდა პოლიტიკის ჩარჩო ანგარიში და ტექნიკური შეფასების ანგარიში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაიმართა შეხვედრები კერძო, სამოქალაქო, არასამთავრობო და საჯარო ორგანიზაციებთან მწვანე ქალაქის ყველაზე პრიორიტეტული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრების საფუძველზე ჩამოყალიბდა ხედვა, შემუშავდა ქალაქის მწვანე განვითარების ხელშემწყობი პროექტები და მომზადდა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც მოიცავს ურბანული გარემოსდაცვითი საკითხების მხრივ არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. პრეზენტაციას EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი, ბათუმის მერიისა და სხვადასხვა საჯარო უწყებების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1799
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები