ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ხარიტონ ახვლედიანის საიუბილეო საღამო
13 ნოემბერი 2019
 

ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის, ხარიტონ ახვლედიანის საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დაესწრო.

დღეს ხარიტონ ახვლედიანის მიერ განვლილი შინაარსიანი შრომითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გზა და დაბადებიდან 115-ე წლისთავი მისივე სახელობის მუზეუმში კოლეგებმა და მეცნიერ თანამშრომლებმა გაიხსენეს.
ხარიტონ ახვლედიანი ორგანიზებას უწევდა სამეცნიერო ექსპედიციებს, რომლის შედეგადაც აღირიცხა და მუზეუმებს ჩაბარდა ექსპონატები, დოკუმენტები და ხელნაწერები. მისი რედაქტორობით გამოიცა აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შრომათა კრებულები. ხარიტონ ახვლედიანის სახელი აჭარის სახელმწიფო მუზეუმს 2005 წელს მიენიჭა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1720
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები