ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა
18 ნოემბერი 2019
 

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით დღეს ჩართულობის ცენტრში ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ბიუჯეტის პროექტი განხილვის მონაწილეებს მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ და ბათუმის ვიცე მერმა ჯაბა ტუღუშმა წარუდგინეს.
ედნარ ნატარიძის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს 158 460.6 ათას ლარს. პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად კი პრიორიტეტების მიხედვით ასიგნებები გადანაწილდა შემდეგნაირად: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება - 35,147.6 ათასი ლარი, მათ შორის: ა) სასესხო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა - 26,952.5 ათასი ლარი; ბ) სარეზერვო ფონდი - 750.0 ათასი ლარი; გ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი - 100.0 ათასი ლარი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 58,387.0 ათასი ლარი; ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 13,169.6 ათასი ლარი; განათლება - 16,883.3 ათასი ლარი; კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 12,979.4 ათასი ლარი; ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 15,261.9 ათასი ლარი; ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 560.0 ათასი ლარი; მუნიციპალური სერვისების განვითარება - 6,071.8 ათასი ლარი.
განხილვას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს წევრები,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოებისა და და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 15 ნოემბერს შემოვიდა. კომისიებში განხილვების შემდეგ პროექტი მერიას შენიშვნებით უკან 25 ნოემბრამდე დაუბრუნდება, მანამდე კი მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის კიდევ ერთი საჯარო განხილვა ბათუმის საკრებულოში 21 ნოემბერს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1730
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები