ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა
21 ნოემბერი 2019
 

ბათუმის საკრებულოში დღეს მუნიციპალიტეტის მომავალის წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ედნარ ნატარიძის ინფორმაცით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს 158 460.6 ათას ლარს. პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად კი პრიორიტეტების მიხედვით ასიგნებები გადანაწილდა შემდეგნაირად: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება - 35,147.6 ათასი ლარი, მათ შორის: ა) სასესხო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა - 26,952.5 ათასი ლარი; ბ) სარეზერვო ფონდი - 750.0 ათასი ლარი; გ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი - 100.0 ათასი ლარი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 58,387.0 ათასი ლარი; ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 13,169.6 ათასი ლარი; განათლება - 16,883.3 ათასი ლარი; კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 12,979.4 ათასი ლარი; ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 15,261.9 ათასი ლარი; ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 560.0 ათასი ლარი; მუნიციპალური სერვისების განვითარება - 6,071.8 ათასი ლარი.
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვების დაწყებამდე, ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობასთან, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ბათუმის მერის, საკრებულოს წევრების ჩართულობით, ბიუჯეტის პროექტის თაობაზე არაერთი საჯარო შეხვედრა გაიმართა. დღევანდელ განხილვას კი წინ უსწრებდა 18 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული საჯარო განხილვა, რომელზეც, ასევე დაანონსდა, რომ ბიუჯეტის პროექტის მორიგი საჯარო განხილვა 21 ნოემბერს, კანონის შესაბამისად, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართებოდა, თუმცა დღეს სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორმა, მიუხედავად ინფორმირებულობისა, მომავალი წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის წინასწარი განხილვის მიმართ დაინტერესება არ გამოხატა (ბიუჯეტის პროექტის დღევანდელი საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუკ გვერდზე 18 ნოემბერს დაანონსდა, ასევე, ოფიციალურად გამოქვეყნდა საკრებულოს ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში (არასამთავრობო სექტორს დაეგზავნა პირადი შეტყობინებები).
დღევანდელ საჯარო განხილვას ესწრებოდნენ ბათუმის ვიცე მერი ჯაბა ტუღუში, მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისა და მედიის წარმომადგენლები.
ბათუმის საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 15 ნოემბერს შემოვიდა. საკრებულოს კომისიებში განხილვის შემდგომ ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, შემუშავებული რეკომენდაციებითა და შენიშვნებით, გადაეგზავნება ბათუმის მერს არაუგვიანეს 25 ნოემბრისა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1825
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები