ორშაბათის ტრადიციული შეხვედრა მოსახლეობასთან, დღეს ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძე, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრნენ.
შეხვედრაზე ძირითადი საკითხები წყლისა და წყალარინების სიტემის მოწესრიგებას, ეზოებისა და ატრაქციონების კეთილმოწყობას, ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამით სარგებლობას, ასევე, სოციალური და ინდივიდუალური პრობლემების მოგვარებას შეეხებოდა.
მერის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღრიცხული პრობლემების ნაწილზე რეაგირება დაწყებულია, ხოლო დარჩენილი საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით მომდევნო წლის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამები ამოქმედდება.