ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
,,ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე’’
26 ნოემბერი 2019
 

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) -სა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ორგანიზებით სემინარი - ,,ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე’’ გაიმართა, რომელსაც ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე დაესწრო.

სემინარი, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შესრულების ირგვლივ მსჯელობას, მათ შორის, გენდერული თანასწორობის, დისკრიმინაციის, უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას დაეთმო.
მოგვიანებით კი, სემინარი სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ჯგუფებმა ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, სამუშაო შეხვედრაზე დასმული საკითხები გათვალისწინებული იქნება კონგრესის მიერ მომზადებულ შეფასებაში, რომელიც ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების რეალიზების კუთხით არსებულ მდგომარეობას და გამოწვევებს ასახავს.

სემინარს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ასოციაციისა (NALAG) და კონგრესის წევრები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1709
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები